ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკვეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი "სუბოტექსის" 40 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print