ახალი ამბები
ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს
FaceBook
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის გამო, იმერეთის სამხარეო სამმართველოში ოთხი ოსტატ - ამფეთქებელი დაკითხეს.
დასაქმებულების ინფორმაციით, გამოძიება ინტერესდება თუ რა პირობებში და როგორ მუშაობენ ოსტატ ამფეთქებლები ადგილზე. ასევე იყო თუ არა შახტში უსაფრთხოება დაცული.

შახტში დასაქმებული ოსტატების თქით, უსაფრთხოება სავარაუდოდ არ იყო დაცული, თუმცა არ საუბრობენ დეტალებზე. ისინი  დაკითხვაზე იმერეთის სამხარეო სამმართველოში თითქმის ექვსი საათი იმყოფებოდნენ.

დაკითხულმა ოსტატ-ამფეთქებლებმა საგამოძიებო უწყება უკვე დატოვეს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უბედური შემთხვევის მიზეზად, სწორედ უსაფრთხოების ზომების დაუცველობა სახელდება. 

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგად ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print