ახალი ამბები
21 ივლისს „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს
FaceBook
21 ივლისს "ევროპული საქართველო" პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.
წარდგენა ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე შედგება.

პარტიაში ჯერ-ჯერობით არ ამბობენ, ვინ იბრძოლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მათი პარტიის სახელით, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პარტია დავით ბაქრაძის წარდგენას გეგმავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე დაასახელა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

კანდიდატის დასახელებას ჯერჯერობით არ ჩქრობს მმართველი გუნდი.

კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. 

ამავე თემაზე: 

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

Print