ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უახლოესი სამი დღის განმავლობაში უხვი ნალექია მოსალოდნელი.
სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Print