ახალი ამბები
"ტორპედო" "შერიფთან" დამარცხდა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედომ" ტერასპოლში, ადგილობრივ "შერიფთან" საპასუხო მატჩი წაგებით დაასრულა.

შეხვედრა  ანგარიშით 3:0 მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ამ წაგების მიუხედავად, "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და ფარერების "ვიკინგურს" დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა კი ქუთაისში რამაზ შენგელიას სტადიონზე 10 ივლისს გაიმართა.

მაშინ "ტორპედომ" მოლდოვური "შერიფი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
Print