ახალი ამბები
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რესტორანში მომხდარ ინციდენტზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს
FaceBook
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,  ინა ასანიძე 13 ივლისს, ჭიათურაში მომხდარი ინციდენტის შესახებ  საგანგებო განცხადებას მედიასთან გააკეთებს. 

ბრიფინგი ასანიძემ  ფეისბუკის პირად გვერდზე  უკვე დააანონსა. სავარაუდოდ, ასანიძე "ქართულ ოცნებას" და თანამდებობას დატოვებს. 

"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსურს გავემიჯნო იმ მოვლენებს, რაც დატრიალდა ბოლო დღეების განმავლობაში. პირველ რიგში მე ვარ დედა, ადამიანი რომელიც ამდენი წელი ვდგავარ ოცნების რიგებში. არ ვიშურებდი ენერგიას და ძალას პირნათელი ვყოფილიყავი ამომრჩევლის წინაშე. გავაკეთებ განცხადებას მედიასთან. რაც შეეხება შეთითხნილ ბრლადებას, აუცილებლად გამოჩნდება რა და როგორ" - ნათქვამია ასანიძეს მიერ  სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

საქმე ეხება რესტორან "შუა გზაში" მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს -მს ამ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებენ. მათი მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესების ფიგურირებს. 

ქუთაისიპოსტისთვის" ჭიათურის რესტორან "შუა გზაში" გადაღებული ვიდეოკადრები გუშინ 16 ივლისს გახდა ცნობილი, რომელსაც ძალადობაში ბრალდებულის მხარე, მუნიციპალიტეტის პირველი პირები ამ დრომდე "მთავარ კოზირად" ინახავენ.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ რესტორან "შუა გზაში" მუსიკოსებთან ერთად, ჭიათურის მერი, პაატა ნადირაძე მღერის. ის კართან დგას, საიდანაც რამდენიმე უცნობი პირი შემოდის. ერთ-ერთი მათგანს შუბლზე ფიზიკური დაზიანება აქვს.




ამავე თემაზე:

რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

 

Print