პოლიტიკა
სიკვდილის ქალაქი - 3 თვეში ტყიბულში 20 შვილი დაობლდა
FaceBook

ბოლო 3 თვეში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქებების შედეგად ტყიბულში 20 შვილი დაობლდა.


ამ პერიოდის მანძილზე მინდელის შახტში 16 ადამიანი დაუღუპა. 

16 ივლისს,  შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 30 წლის იყო. ლაშა ფორჩხიძე  ადრე გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. თუმცა, ბოლო ერთი თვეა ხელფასის მომატების მიზნით, მოპოვებით სამუშაოებზე გადავიდა. ლაშა შახტში 2013 წლიდან მუშაობდა.

 


" 30 წლის ახალგაზრდას მხოლოდ ბებია-ბაბუა ჰყავს. დაოჯახებული არ ყოფილა. ძმა ჰყვს და ის ქუთაისში ცხოვრობს. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია რამე სახის დაზიანება. ეს იყო პირველიც და უკანასკნელიც მისთვის. ამ მოპოვებით სამუშაოზე ხელფასის გამო გადავიდა. თუმცა ისე დაიღუპა, ჯერ აღებულიც არ ქონია ის ფული"- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, ლაშას ხელფასი მოპოვებით სამუშაოებზე გადასვლამდე 800 ლარს შეადგენდა.

საქნახში "ჯი-აი-ჯი-ს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კიდევ ერთი გარდაცლილი  56 წლის მურმანი ლილუაშვილი, აფეთქებითი სამუშაოების წარმოების უბნის ოსტატ-ამფეთქებელი იყო. შახტში 2016 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

შემთხვევას შეეწირა 56 წლის იოსები ქარქაშაძეც. ის შახტში  2006 წლიდან მუშაობდა  N1 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წსსმ-დ. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

16 აპრილის აფეთქებას ემსხვერპლა 54 წლის მიხეილი გამეზარდაშვილი. ის  N1 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა წსსმ იყო და შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა.


16 ივლისს  მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

5 აპრილს, შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო. პავლე გამეზარდაშვილი ის N1 ნახშირმომპოვებელ უბანში 2010 წლიდან იყო დასაქმებული.

საქნახში "ჯი-აი-ჯი-ს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გარდაცლილი გიორგი ბოჭორიშვილი - N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი გახლდათ, ის 28 წლის იყო. ტყიბულის შახტში 2011 წლიდან მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შემთხვევას შეეწირა 49 წლის ბესიკი გურგენიძე-ს სიცოცხლეც, რომელიც აფეთქებითი სამუშაოების წარმოების უბნის მიწისქვეშა ოსტატ-ამფეთქებელი იყო. ის შახტში 2010 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გარდაცლილთა შორისაა ვენტილაციისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის უბნის მიწისქვეშა სამთო ოსტატი მირზა ქურციკიძე, რომელიც 46 წლის იყო. შახტაში 2017 წელს მივიდა, მანამდე კი, 2009-დან 2014 წლამდე საქნახშირში მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

ხუთ აპრილს მომხდარ შემთხვევას ემსხვერპლა 51 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი, რომელიც ტყიბულის შახტში 2007 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ექვსი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია 58 წლის გოგი რაფავა, რომელიც N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი იყო. ამ სამუშაოს 2007 წლიდან ასრულებდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

რაც შეეხება, შრომის ანაზღაურებას, "ჯი აი ჯი" -ში აცხადებენ , რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ინდივიდუალურია და კონკრეტულად
ქვანახშირის მომპოვებლების ხელფასი დამოკიდებულია გამომუშავებაზე.

ერთ-ერთი მეშახტის მეუღლის თქმით, მისი ქმრის  ხელფასი 800 ლარი იყო.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს სახელმწიფოს ," - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.

ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print