ახალი ამბები
საქართველოში 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა, ხოლო 6-მდე ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ტყიბულში, შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.


ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"


Print