ახალი ამბები
საბურავით მონიშნული ჭა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ.
ადგილობრივებს პრობლემები ღიად დატოვებული საკანალიზაციო ჭის გამო ექმნებათ.

"მანქანები ვარდებიან შიგნით და ნაგავიც ჩაედინება, რამდენიმე დღეა ვრეკავთ ცხელ ხაზზე და ყურადღებას არავინ გვაქცევს," - ამბობს კოსტავას ქუჩაზეე მცხოვრები თამაზ კოვზირიძე.

ადგილოვრივებმა "გამოსავალი" თავად ნახეს,  კოსტავას ქუჩის N63  ში,  დაზიანებულ ჭაში საბურავი ჩადეს. ამ ფორმით, როგორც ამბობენ,  ცხაურის გარეშე დარჩენილ ჭას ყველა ამჩნევს.



ქუთაისიპოსტმა კოსტავას ქუჩაზე არსებულ პრობლემაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აცნობა.

კომპანიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მათი თანამშრომლები დღესვე მიიღებენ ზომებს და დღის ბოლომდე ჭა დაიხურება.


Print