ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 19 ივლისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის უმეტეს რაიონში 19 ივლისამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

"17-დან 19 ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს განსაკუთრებით 18-19 ივლისს 30-35 გრადუსამდე", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 20 ივლისიდან ტემპერატურა ისევ დაიკლებს და 23 ივლისის ჩათვლით 30 გრადუსს პროგნოზირებენ. დროგამოშვებით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმასაც ელიან.
Print