ახალი ამბები
ჩხუბი რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში ადანაშაულებს
FaceBook

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე მისი მისამართით პოლიციის მხრდიან აგორებულ პროვოკაციებზე საუბრობს. საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას.


ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის მხრიდან  მოქალაქეები ცემის თაობაზე. პაატა ნადირაზე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებს.  მისი მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარი, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესების ფიგურირებს.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე ძალადობის მუხლითაა (126-ე) აღძრული.

"უნიჭო სპეკტაკლის ავტორებს და შემომქმედებს, ხელის ბიჭებს გაფრთხილებთ, რომ უკვე ზღვარს გადადიხართ" - ნათქვამია პაატა ნადირაძეს მეირ სციალურ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ქუთაისიპოსტმა ჭიათურის მერთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ჭიათურაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელშივე ეხმაურებიან ადგილობრივები და პაატა ნადირაძის მხარდამჭერები. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის უფროსის მხრიდან პროვოკაციასა და სამსახურეობლივი უფლებამოსილების გადამეტებასა აქვს ადგილი. ჭიათურის მერის მხარდამჭერთა თქმით, "პაატა ნადირაძემ აღკვეთა ადგილზე უკანონობა, რაც არ ესიამოვნა პარლამენტარს, პოლიციის უფროსი ურევია ამ შეთითხნილ საქმეში".

ქუთაისიპოსტი ამ დრომდე ცდილობს დაუკავშირდეს ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, სულხან მახათაზეს. მის პოზიციას, დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ჭიათურაში ჭიათურის მერს და ჭიათურის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციას აქვს ადგილი ადგილობრივ პოლიციის უფროსის და თანამშრომლების მხრიდან!!!! ეჭვიც არ მეპარება მინისტრი ამ საქმეშიც გაერკვევა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ პოლიციის მიმართ აქცია მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს ახალგაზრდა ადამიანებმა ჭიათურაში," - წერენ სოციაურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, რესტორანში დაპირისპირება მუსიკიალური ნომრის შეკვეთის გამო მოხდა. მომღერლებმა თავდაპირველად სხვა სუფრაზე მყოფი პირების შერჩეული მუსიკა შეასრულეს, რომელთა ცემაშიც ედავება გამოძიება მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანს. 

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე კი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეო კადრები, რომელიც ადასტურებს მათ უდანაშაულობას რესტორანში მყოფი პირების ცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მომხდარი პოლიციის მხრიდან პროვოკაცია იყო.

ჭიათურის პოლიციის უფროსს ლაშა ჩხიტინიძეს, რომელსაც ამჟამად პაატა ნადირაძეს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, ცოტა ხნის წინ პროტესტს ჭიათურელი ახალგაზრდებიც უცხადებდნენ.

საუბარია ჭიათურაში, 10 ივნისს დაწყებულ საპროტესტო ტალღაზე, როდესაც  პოლიციის შენობასთან სამი მამაკაცი შიმშილობდა.

მათ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს. სამი ახალგაზრდა: პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. მოშიმშილეები ყვებოდნენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით უსამართლოდ და პროვოკაციულად დააკავა.

"მას შემდეგ, რაც ჭიათურის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე, არის არაერთი ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ პროვოკაციას," - აცხადებდნენ პროტესტის მონაწილეები. 

"ქუთაისიპოსტი" ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნისა და პოლიციის უფროსის  თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

ამავე თემაზე:

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის გადადგომაა

შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც იგვიანებს

 

Print