ახალი ამბები
სტიქია რაჭაში - 60-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა
FaceBook
რაჭაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად სოფელ ღებში წაღებულია უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდები, დაზიანებულია სავალი გზა.

სტიქიის გამო 60-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები.

რიონის გარდა, ადიდებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ლუხუნიც.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სამუშაოებს მდინარის დონის დაკლების შემდეგ დაიწყებენ.
Print