ახალი ამბები
„რეფორმების დანერგვაში ვიქნებით მაქსიმალურად ოპერატიულები“- მამუკა ბახტაძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტში  პრემიერ-მინისტრს უსმენენ. მამუკა ბახტაძე დეპუტატებს სამთავრობო გეგმას აცნობს.
ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები მაქსიმალურად ოპერატიულად განხორციელდება.

"რეფორმების დანერგვაში ვიქნებით მაქსიმალურად ოპერატიულები. მცირე მთავრობის კონცეფციის გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ რეფორმების უმოკლეს ვადებში დანერგვა. რეფორმების ნაწილი დაინერგება წელს, ნაწილი კი 2019 წელს. რაც შეხება განათლების სექტორის, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და მისი განხორციელება მოხდება შემდეგ ორ წელიდაში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით  ზეპარტიულ მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება.

დღის ბოლომდე დეპუტატებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

Print