ახალი ამბები
წულაიამ პარლამენტი გაასვენა (ვიდეო)
FaceBook
გოგი წულაიამ პარლამენტის წინ პერფორმანსი დადგა და კუბო მიიტანა.

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გვირგვინით ხელში მუსიკოსების თანხლებით, დოლ-გარმონით მივიდა.

წულაიას თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებით პარლამენტარიზმი დასამარდა საქართველოში. მან ამ ფორმით მთავრობა დაიტირა.





"ყველა ხელისუფლების დროს პარლამენტი იყო ღირსებააყრილი, თუმცა სიცოცხლის ნიშნები მაინც ეტყობოდა. ამ ხელისუფლებამ და ამ პარლამენტმა მოახერხა ის, რომ მოკლეს საპარლამენტო ხელისუფლება და პარლამენტარიზმი. ეს არის მკვდრადშობილი პარლამენტი და მთავრობა, რომელიც მალე წაიღებს პოლიტკურ წერილს "- განაცხადა გოგი წულაია.

Print