ახალი ამბები
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს
FaceBook
დღეს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საკუთარ გუნდს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს შეკითხვებს დაუსვამენ. კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ გაიმართება ფრაქციებისა და კომიტეტების გამოსვლა, რის შემდეგაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გავა.

დეპუტატებმა ახალ გუნდთან ერთად დღეს ნდობა უნდა გამოუცხადონ განახლებულ სამთავრობო გეგმას, ე.წ. "მცირე მთავრობის" პროგრამას.

მინისტრთა განახლებულ კაბინეტში სამი ახალი მინისტრია წარდგენილი. ესენი არიან: ფინანსთა მინისტრი -ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და განათლებისა და მეცნიერების მინისტი მიხეილ ბატიაშვილი.

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრმეიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პოსტი დატოვა.

სხდომის დაწყებამდე "პარტია თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ პარლამენტთან კუბო და დოლ-გარმონი მიიტანა. წულაიამ ამ პერფორმანსით პარლამენტი გაასვენა. მისი განცხადებით, მთავრობა დასამარებულია. 

Print