ახალი ამბები
"უბნის ინსპექტორმა მოკლა" - ზესტაფონში ოჯახში შეფარებული ძაღლი მოკლეს
FaceBook
ზესტაფონში ოჯახში შეფარებული ძაღლი მოკლეს. 

ოჯახის ინფორმაციით, ძაღლი ტაბელური იარაღით უბნის ინსპექტორის მიერ არის მოკლული. 

"ძაღლის ყეფის გამო მეზობლებმა გამოუძახეს პოლიციას. მე ბაზრიდან ვბრუნდებოდი, ეზოში დამხვდნენ, დაღლილი ვიყავი და სახლში ავედი. ცოტა ხნის შემდეგ სადარბაზოში ვნახე ჩვენი ძაღლი მოკლული. ამ დროს პოლიცია უკვე ეზოში იყო ჩასული " - ამბობს ძაღლის პატრონი მერი ნიკოლაშვილი.

"უბნის ინსპექტორმა მოკლა. მერე იქეთ გვადანაშაულებდნენ და გვეჩხუბებოდნენ  ხალხს კბენდაო. ძაღლი უპატრონო იყო და შევიფარეთ. მეზობლებს არ მოსწონდათ და პატრული არაერთხელ გამოიძახეს" - ამბობენ ოჯახის წევრები.

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, მოკლული ძაღლის ფოტოებთან ერთად ზვიად ზალიკიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა, დავიბრუნეთ როკი. მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად, დააპირა ძაღლის ცემა მერიის თანამშრომელმა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმჩნევია. აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია.

დღეს ბებიამ მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია. პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. რა თქმა უნდა, 112-ში დავრეკე და ამათ მითხრეს გზაშია ეკიპაჟიო, როცა უკვე პატრული იქ იყო და ჩემებს ეჩხუბებოდა და აქეთ ადანაშაულებდა. კიდევ დავრეკე და ვუთხარი 112-ს, თქვენ ვინ გეუბნებათ, რომ გზაში არიანთქო. ჩვენთან მხოლოდ გასვლა ფიქსირდებაო. მითხრეს გენ. ინსპწქციას გადავცემთო," - წერლს ზვიად ზალიკიანი. 

ძაღლის მკვლელობის ფაქტზე, შშს - ში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 259 მუხლით მიდმინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.



Print