ახალი ამბები
„წინასწარი შეთანხმება მიღწეულია“ –„ჰუალინგ ჯგუფი“ „ტორპედოში“ ინვესტიციას ჩადებს
FaceBook
"ჰუალინგ ჯგუფი" ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციას ჩადებს. კლუბსა და ბინზესჯგუფთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
რა მოცულობის და რა პირობებით განახორციელებს  ინევსტიციას, დეტალებზე კლუბში არ საუბრობენ.

"წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, გასარკვევია რაღაცეები და ბოლომდე არ არის პროცესი მისული",- განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა მოსიაშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მისივე თქმით, ინვესტიციასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ტირასპოლიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებენ, სადაც "ტორპედო" "შერიფთან" საპასუხო მატჩს ჩაატარებს.

"ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლები 10 ივლისს გამართულ "ტორპედო" –"შერიფის" მატჩს ესწრებოდნენ.

ჩინური ინევსტიციის კლუბში შესაძლო განხორციელებაზე საუბარი ორი თვის წინ დაიწყო. კლუბში მაშინ ამბობდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი იყო.

კლუბის პარალელურად მაშინ საუაბარი იყო ამავე ჯგუფის მიერ შპს "რამაზ შენგელიას სახელობის" ინვესტირებაზეც, თუმცა, მამუკა მოსიაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ კლუბს ეხება.

"ტორპედოს" სტადიონი, რომელსაც რეაბილიტაცია მისი ყოფილი ინვესტორის, "ვისოლის" შემდეგ არ ჩატარებია, ამორტიზებულია. მოედანზე მოშლილია ინფრასტრუქტურა, ინვენტარი კი გაახლებას საჭიროებს.

ამის გამო, 10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ტორპედო" – მოლდოვური "შერიფის" მატჩის ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა, საბოლოოდ, უეფამ მატჩის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. ეს შეხვედრა "ტორპედომ" ანგარიშით 2:1 მოიგო.

2017 წელს, მას შემდეგ, რაც კლუბი ზაალ ჩაჩავამ აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, ქუთაისის მერიამ სტადიონი შპს-დ ჩამოაყალიბა და ყოველწლიურად 250 000 ლარით აფინანსებს, თუმცა, სტადიონის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის შესაცვლელად ეს თანხა საკმარისი არ არის.

Print