ახალი ამბები
ქუთაისის აკვაპარკი მომავალ წელს გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში, ბალახვანში არსებული აკვაპარკი, რომელიც ახლა უმოქმედოა, მომავალ წელს გაიხსნება.

საცურაო კომპლექსი შპს "ევროპარკის" საკუთრებაა, რომელიც აკვაპარკებს თბილისსა და ბათუმშიც ფლობს.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს თბილისის აკვაპარკის აღდგენა, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა. ქუთაისის აკვაპარკის აღდგენას კი 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის ვგეგმავთ," - განაცხადეს "ევროპარკში".

ამ დროისთვის ქუთაისში, უფუნქციოდ დარჩენილ  საცურაო კომპლექსში ინფრასტურქურა მოშლილია.

ადმინისტრაციული შენობის წინა ნაწილი შენარჩუნებულია, თუმცა ეტყობა, რომ ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდის. მოუვლელია ეზო, სადაც გზა მცენარეებითაა დაფარული. ასევე, გაპარტახებულია ადმინისტრაციცის შიდა შენობა, რომელსაც არც ერთი ფანჯარა აქვს. რაც შეეხება აუზებს, ისინი მტვრით და ნაგვითაა დავსე, ხოლო სასრიალო რომბები ხე-მცენარეებითაა დაფარული.

ამჟამად, აკვაპარკის საცურაო კომპლექსის შენობაში საკუთრების დაცვის სამმართველოა განთავსებული.






ამავე თემაზე:

სად და რა ფასად შეიძლება გაგრილდეთ ქუთაისსა და წყალტუბოში (ფოტო)
Print