ახალი ამბები
გამოქვეყნდა თუ არა წინასწარ ტესტების პასუხები -გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრი, მაგისტრატურის B და C კატეგორიის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნების შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მაგისტრანტობის კანდიდატები მას არ უნდა ენდონ.

"მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებ-გვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები, რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე",- ნათქვამია განცხადებაში.

12 ივლისს სოციალურ ქსელში ტესტების პასუხების ცხრილები გავრცელდა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა წინასწარ პასუხებად ჩათვალა, მაგისტრანტობის იმ კანდიდატებში კი, ვინც უკვე ჩააბარა A კატეგორიის ტესტი, პროტესტი გამოიწვია.

Print