ახალი ამბები
ბალახვნის კიბეების რეაბილიტაციის პროექტი მერიას ამ დრომდე არ აქვს
FaceBook
ქუთაისში, ბალახვის ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ წლის დასაწყისში დაანონსა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ შეუმუშავებია.
მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროა და აცხადებდნენ, რომ პროექტი მალე ტენდერზეც გავიდოდა. 

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის და როგორც კი მუშაობა დაიწყება, ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი, რადგან პროექტი მათი ჩართულობით შემუშავდება.

ესკიზთან ერთად, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ რიგში უნდა მომხდარიყო კიბეების აღდგენა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის და შადრევანის გაკეთება იგეგემებოდა.

ასევე, დაგეგმილი იყო თეთრი კოლონადების მოწყობა.

მერია მაშინ რეაბილიტაციის დასრულების ვადებსაც ასახელებდა და ეს ტენდერის გამოცხადებდან მომავალი წელიწადნახევარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მასშტაბური პროექტის დაანონსებიდან 6 თვის შემდეგაც ბალახვნის კიბეების რეაბილიტაციის მხოლოდ ესკიზი არსებობს.

როგორია ბალახვის ას საფეხურიანი კიბეების ესკიზი, ნახეთ აქ.

Print