ახალი ამბები
სტუდენტ გოგონაზე ძალადობის ფაქტი 2 წლის შემდეგ კვლავ გამოუძიებელია
FaceBook
24 წლის გოგონაზე მეზობელი ბიჭის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი 2 წლის შემდეგ კვლავაც გამოუძიებელია. 

2017 წლის ნოემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავდნენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ახლა  გოგონა ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება შეწყდა.  "როგორც ყოველთვის თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. ვერ ვბრუნდები ქუთაისში, მეშინია და აქაც აღარ შემიძლია უკვე გაჩერება, სწავლის გაგრძელება მინდა", - ამბობს დაზარალებული.

გოგონა ქუთაისის ერთ–ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა და საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სახლში მარტო დარჩენის შიში გაუჩნდა და სწავლას თავი დაანება. ის დღესაც საქართველოს სხვა რეგიონში ცხოვრობს. 

24 წლის გოგონა ჩვენთან საუბარში ჰყვება, რომ მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა, მისი მეზობელია და ადრე მის ბიძასთნაც კონფლიქტი ქონდა. ის იხსენებს, რომ მამაკაცის მხრიდან ძალადობისა და სახლში შეჭრის მცდელობას რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა. თუმცა, დაზარალებულის თქმით, ყვირილითა და მეზობლების ჩარევით თავს იხსნიდა.

"მაგრამ მალევე, 2016 წლის 27 მაისს, სახლში შემომივარდა და  23:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე გაკოჭილი ვყავდი. დილით მეზობლებმა გაიგეს ხმაური და იმათმა მიშველს. მე მხარზე კბენა მოვასწარი. მეზობლებმა პატრულს გამოუძახეს. მოუსწრეს, ნაკბენიც ეტყობოდა. დაკითხვაზე წაიყვანეს, მაგრამ ისევ გამოუშვეს. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობდა, ნივთები ექსპერტიზაზეც წაიღეს. მაშინ მეზობლების დაკითხვაც მოხდა, მაგრამ ის ბიჭი მაინც არ დაიჭირეს", - იხსენებს ის. 

ფაქტს ადასტურებენ ჩვენთან საუბარში მეზობლებიც. მათი თქმით, გოგონა მომხდარის შემდეგ შეშინებული იყო. ისინი გოგონას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ რომ მეზობელი ბიჭის მხრიდან მსგავსი შემთხვევა მასთან მხოლოდ ერთხელ არ ყოფილა.

"ფანჯრიდან შესულა ბიჭი. სხვა მეზობლებსაც უნახავთ, კიბე რომ იყო მიდგმული ფანჯარასთან. ბავშვი ერთი კვირა კანკალებდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ ლაპარაკობდა საერთოდ და ძალიან შეგვეცოდა", – ამბობს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ საქმეს მოიკითხავენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 


ამავე თემაზე:

"მეზობელ ბიჭს მთელი ღამე გაკოჭილი ვყავდი" - სტუდენტი საქმის გამოძიებას ითხოვს

სტუდენტ გოგონაზე მეზობელი ბიჭის მიერ ძალადობის ფაქტს შსს იძიებს

aertod rogorc yoveltvis tavs arideben kitxvebze pasuxis gacemas
ratqmunda ver movdivar
meshinia
da aqac meti agar shemidzlia ukve
wamosvla minda
swavlis gagrdzeleba
exla aq vmushaob
Print