ახალი ამბები
უკანონო ნაგავსაყრელი მდინარე რიონის ნაპირზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში გაპონოვის ქუჩა #1 შესახვევში, მდინარე რიონის ნაპირზე უკნანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს.

ნაგავსაყრელზე სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვა დგას.

გარდა იმისა, რომ ნაგავი პირდაპირ მდინარეში იყრება, იქ არსებული ანტისანიტარია საფრთხეს უქმნის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღს და მოსახლეობის მიერ რიონისპირას მოწყობილ ბოსტნებს.

ადგილობრივების ნაწილი ქუთაისიპოსტთან საუბარში მათ მიერ ნაგვის რიონის პირას დაყრას გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ გაპონოვის ქუჩაზე დასუფთავების სამსახურის მანქანა ყოველკვირეულად დადის და ამ სერვისით სარგებლობენ.

თუმცა, ნაგავსაყრელის გვერდით არსებული ერთ-ერთი ბოსტნის მესაკუთრე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ნარჩენებს სწორედ ადგილობრივები ყრიან.

გაპოვონის ქუჩაზე უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელის შესახებ ქუთაისიპოსტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა. უწყებაში ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.

გზდ-ს დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები რიონის პირას რამდენიმე წუთში გავიდნენ.

"ადგილზე სამართალდამრღვევი არ დაფიქსირდა, შედგა შესაბამისი აქტი, იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა აიღეს კოორდინატები, რომელიც საქმის მასალებთან ერთდ ქუთაისის მერიაში გადაიგზავნება, შემდგომში პერიმეტრის დასუფთავების მიზნით," - განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისების" ინფორმაციით, გაპონოვის ქუჩაზე ნაგავმზიდი მანქანა კვირაში ერთხელ დადის და გარდა ამისა, ცენტრალურ ქუჩაზე ნაგვის კონტეინერებიც დგას.

ასევე, "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ ტერიტორია გდზ-ს მიერ შედგენილი აქტის მიღების შემდეგ დასუფთავდება.

Print