ახალი ამბები
მთავრობის ახალ კაბინეტში მხოლოდ სამი მინისტრი შეიცვლება
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მთავრობას მხოლოდ სამი ახალი მინისტრი ეყოლება. ფინანსთა მინისტრი პოსტზე ივანე მაჭავარიანია წარდგენილი, ეკონომიკის მინისტრად პრემიერმა გიორგი ქობულია დაასახელა, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

სხვა მინისტრები პოსტებს ინარჩუნებენ.

"დარწმუნებული ვარ, ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული",-განაცხადა პრემიერმა მინისტრების წარდგენაზე. 

კვირის ბოლომდე პრემიერი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დეპუტატებს წარუდგენს, რის შემდეგაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

Print