ახალი ამბები
მხოლოდ ქართული - ფილმები, რომელთაც ქუთაისში ზაფხულის საღამოებზე წარმოადგენენ
FaceBook
ქუთაისში ღონისძიებების ციკლის "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში კინოჩვენებები მოეწყობა.

ჩვენება ტრადიციულად ღია ცის ქვეშ, მონ პლაზირის თაღთან გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ქართული კინოკლასიკა:

"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში",

"ჯიმ შვანთე",

"ჩემი ბებია",

"გიორგობისთვე",

"იყო შაშვი მგალობელი“.

"ეს ჩვენება ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება, ამიტომ შევარჩიეთ ქართული რეპერტუარი. ეს ის ფილმებია, რომლებიც ყველამ უნდა ნახოს", - აღნიშნა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღავნელის მოვალეობის შემსრულებელმა და ღია კინოჩვენებების პროექტის ავტორმა თამთა თურმანიძემ.

წარმოდგენილმა რეპერტუარმა შესაძლებელია მცირე ცვლილება განიცადოს, რომელიც წინასწარ დაანონსდება.

კინოჩვენებები სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. ზუსტ განრიგს და დროს ქუთაისიპოსტის შემოგთავაზებთ.  


Print