ახალი ამბები
იმერეთის გუბერნიიდან ჭუბერის მოსახლეობას პროდუქტები ჩაუტანეს
FaceBook
იმერეთის გუბერნიიდან და ქუთასის მერიიდან ჭუბერის დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანეს.

ტვირთი ჭუბერში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მოსახლეობას.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებემა, გრიგოლ დალაქიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა და პროდუქტები მიუტანა.

ჭუბერში მომხდარი სტიქიის შედეგად ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახი ყველაზე მეტად დაზარალდა.

დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში ხდება.

5 ივლისს, ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა.


Print