ახალი ამბები
ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან მოზარდის გადმოვარდნის ფაქტზე შსს-მ გამოძება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან, 13 წლის გოგონას გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გადმოვარდა.

არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მენჯ-ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

მოზარდის მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.

ამავე თემაზე:


ქუთაისის სოციალური საცხოვრისიდან გადმოვარდნილი მოზარდის მკურნალობის ხარჯებს მერია გაიღებს


უთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

 




Print