ახალი ამბები
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა
FaceBook
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.

არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მას მენჯ-ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
Print