ახალი ამბები
ბოლო ხუთ თვეში ოჯახურ ძალადობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა 1933 პირზე დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ოჯახურ დანაშაულის 2 804 ფაქტზე  დაიწყო გამოძიება, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ მოხდა. რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად "მიახლოების აკრძალვის" დარღვევაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

ვრცელი ინფორმაცია ნახეთ  აქ.
Print