ახალი ამბები
"სპეციალური სერვისები" ქუთაისის ცენტრში დაბინძურებულ ტერიტორიაზე განმარტებას აკეთებს
FaceBook
ა(ა)იპ"სპეციალური სერვისები" საინფრომაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება ქალაქში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე  ვაჟა-ფშაველა ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღელეს დაბინძურების შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით "სპეციალური სერვისებში" განმარტებას აკეთებენ: "ჩვენი სამსახურის მიერ 10 დღის უკან მოხდა ვაჟა–ფშაველას ძეგლისა და ღელეს კალაპოტის გასუფთავება. (ა)იპ"სპეციალური სერვისები" მოუწოდებს მოსახლეობას, მეტი სამოქალაქო კულტურა გამოიჩინოს საკუთარი ქალაქისა და გარემოს წინაშე და არ დააბინძუროს იგი," - აცხადებენ "სპეციალური სერვისებში".
ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დაბინძურებული ღელეს ამსახველის უკომენტარო ვიდეომასალა ქუთაისიპოსტმა დღეს გაავრცელა.


Print