ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები თვითმმართველობას რეორგანიზაციის გადავადებას თხოვენ
FaceBook
საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები ზეწოლაზეც საუბრობენ.


ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალების უფროსები ადგილობრივ თვითმმართველობას დაწყებული რეორგანიზაციის ერთი წლით გადაწევას თხოვენ.
"თუკი ეს რეორგანიზცია ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს, გადაგვამზადონ. კვალიფიკაცია აგვიმაღლონ და შემდეგ, 2016 წლის ივლისში ჩაგვიტარონ ტესტირება", - განაცხადეს ქალაქში არსებული საბავშვო ბაღის ფილიალების უფროსებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები ბაღებში მიმდინარე რეორგანიზაციას პოლიტიკურად აფასებენ და განმარტავენ, რომ რეორგანიზაცია პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.
"ყველამ ვიცით თუ რატომ ხდება ეს. ამ დრომდე არავის მოუცია ჩვენთვის შენიშვნა. თუკი არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა, ეს უნდა ეთქვათ, მაგრამ მათ ჩვენი გათავისუფლება უნდათ და ამას ემსახურება ეს გამოცდები", - განაცხადა #21 საბავშვო ბაღის ფილიალის უფროსმა, სოფიო როინიშვილმა.
საბავშვო ბაღების უფროსები ზეწოლაზეც საუბრობენ.
"ჩვენ გუშინ მოვილაპარაკეთ, რომ ყველა 35-ვე ფილიალის ხელმძღვანელი ვიქნებოდით დღევანდელ ბრიფინგზე, მაგრამ ყველა არ მოვიდა, რადგან ზეწოლები არის", - აცხადებენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები.
Print