ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ნალექი 12 ივლისამდე მოსალოდნელი არ არის, თუმცა 10-11 ივლისს ცალკეულ რაიონებში მცირე ხანმოკლე წვიმას პროგოზირებენ.

"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 31-36 გრადუსი იქნება, ზღვისპირა რაიონებში 27-29, ხოლო მთიანში  - 31-36", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები 12 ივლისის დღის ბოლოდანაა მოსალოდნელი. 14 -15 16 ივლისს ტემპერატურა დაიკლებს 26-28 გრადუსამდე და ამავე დღეებში წვიმას ელოდებიან.

17 ივლისიდან კვლავ გამოიდარებს.

Print