ახალი ამბები
ქუთაისს მოსკოვის თეატრი ეწვევა სპექტაკლით - „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“
FaceBook
მოსკოვის თეატრი "ნიკიტინსკის კარიბჭე" , 8 ივლისს, ქუთაისში ნოდარ დუმბაძის რომანის "მე,  ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს.
სპექტაკლი დუმბაძის სახელობის, ოზურგეთის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

ორ მოქმედებიანი კომედიის რეჟისორია არკადი კაცი. კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 5 ივლისს  გაიხსნა. ფესტივალი ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლისთავს და ოზურგეთის  თეატრის  დაარსებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფესტივალში 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს. მათ შორის,  ერთი აზერბაიჯანიდან  და ორი  რუსეთიდან. 

ფესტივალი 14 ივლისს დაიხურება. 


Print