ახალი ამბები
აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდებს 9 და 10 ივლისს ჩააბარებენ
FaceBook
უცხო ენაში გამოცდები აბიტურიენტებისთვის 9 ივლისიდან დაიწყება. 
ამ დღეს ერთ სესიად ჩატარდება რუსული ენის გამოცდა, ხოლო ინგლისურ ენაში  - 9 და 10 ივლისს.

10 - ივლისს პირველ სესიაზე ჩატარდება გერმანული ენის გამოცდა. ასევე 10 ივლისს, მეორე სესიაზე ჩააბარებენ აბიტურიენტები ფრანგული ენის გამოცდას.

13 ივლისიდან გამოცდები ტექნიკურ საგნებში დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.

მაღალი ტემპერატურის პირობებში, საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის არარსებობის გამო, გამოცდების განრიგი შეიცვალა.

ამავე თემაზე:

აბიტურიენტების ნაწილი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებს
Print