ახალი ამბები
ხონისა და მარტვილის ტურისტული მარშრუტები ერთმანეთს დაუკავშირდება
FaceBook
ხონისა და მარტვილის ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები ერთმანეთს დუაკავშირდება, რაც ტურისტებს უფრო მეტი საინტერესო ადგილის ნახვის შესაძლელობას მისცემს.
ორი რაიონის ტურისტული მარშრუტების დაახლოება ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების ფარგლებში დაიგეგმა, რისთვისაც სხვადასხვა ინფრატრუქტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იქნება საჭირო.

პროექტის დასრულების შემდეგ, ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება. ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს ეწვევიან, ასევე, შეძლებენ მარტვილის ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ობიექტების ნახვას.

პროექტზე, რომელსაც იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციები ახორციელებენ,  მუშაობა უკვე დაწყებულია. მოეწყობა ერთობლივი ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ერთიანი ტურისტული რუკები, მოხდება მარშრუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდების და მაშველების გადამზადება.

პროექტის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გეოგრაფებით, სპელეოლოგებითა და დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.



Print