ახალი ამბები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეორედ ჩამოინგრა
FaceBook
ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევა 6 ივლისს, 18:10 საათზე მოხდა,  რა დროსაც სკოლაში ის და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.


სკოლის შენობაში ჩამოვარდნილი ჭერის ნაწილები


"კონსტრუქცია არის დარღვეული. რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ამ წუთში არ ვიცი. დავრეკეთ გუშინვე სამუშაოების შემსრულებელ ფირმასთან. დღეისთვის დაგვპირდნენ, რომ მოვიდოდნენ, ნახავდნენ და აღადგენდნენ დაზიანებულ ნაწილს. ველოდებით, წესით უნდა მოვიდნენ", - ამბობს მურად ჯიშკარიანი. 

ქუთაისიპოსტი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელს ,თამაზ თამაზაშვილსაც დაუკავშირდა. თავდაპირველად, მან გვითხრა, რომ საჭესთან იყო და ვერ დაგველაპარაკებოდა. მას შემდეგ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამ დროისთვის კი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.  

მოერე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულში ჩაუტარდა. 

ეს არ არის ამ სკოლაში ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა. გასული წლის აპრილში ჭერი საკლასო ოთახშიც, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას  ჩამოვარდა.


ამავე თემაზე:

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქუთაისის საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევას არ ადასტურებს

Print