ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები დაწყებულ რეორგანიზაციაზე დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
FaceBook
საბავშვო ბაღების წარმომადგენლები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 15:00 საათზე ბაღებში მიმდიანრე რეორგანიზაციაზე ბრიფინგს გამართავენ.

ქუთაისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გაერთიანებაში დაწყებულ რეორგანიზაციას გააპროტესტებენ. საბავშვო ბაღების წარმომადგენლები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 15:00 საათზე მიმდინარე რეორგანიზაციაზე ბრიფინგს გამართავენ.
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ თვითმმართველობის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ ორგანიზაციებში რეორგანიზაციის დაწყება ორი კვირის წინ დაანონსა. ამ დროისთვის რეორგანიზაცია სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გარეთიანებაში არის დაწყებული.
საბავშვო ბაღებში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტებას  ქუთაისელი "ნაციონალები" სასამართლოს გზით გეგმავენ.
Print