ახალი ამბები
ხარაზოვის ბაღში მუსიკალური შადრევანი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის უბანში ე.წ. ხარაზოვის ბაღში მუსიკალური შადრევანი მოეწყობა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ელექტრონულ-მუსიკალური შადრევნის მოწყობისთვის 250 ათას ლარამდე უნდა დაიხარჯოს. 

"შადრევნის რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი 10 ივლის დასრულდება, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ვადები," - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

2012 წლიდან 2017 წლამდე, ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაცია რამდენიმეჯერ მოხდა, რისთვისაც ხუთ წელიწადში 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

ჯერ კიდევ მიდმინარე წლის მარტში ხარაზოვის ბაღში მშრალი შადრევნის ამოქმედება იგეგმებოდა. თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, სკვერში, სადაც ადამიანები ისვენებენ აუცილებელია იყოს წყალი. სწორედ ამ  მიზეზით მერიაში ხარაზოვის ბაღში მშრალი შადრევნის მოწყობა გადაიფიქრეს. 

ამ დროისთვის ხარაზოვის ბაღში შადრევანი ამორტიზებული და გაუქმებულია. 

ამავე თემაზე:

1 მილიონ ლარზე მეტი 5 წელიწადში ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციისთვის

ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი განთავსდება








Print