ახალი ამბები
ქუთაისში წყლის მიწოდება ხვალიდან აღდგება
FaceBook
ქუთაისში მოსახლეობას დილიდან სასმელი წყალი არ მიეწოდება.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, ქალაქს წყლის მიწოდება სათავე ნაგებებობაზე საპროფილაქტიკო სამუშოების გამო არ მიეწოდება. გამწმენდი საპროფილაქტიკო სამუშოები გეგმიურია და ყოველთვიურად ხორციელდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყლის მიწოდება ქალაქში ხვალ დილიდან ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება.
"იმ უბნებში, სადაც 24 საათიანი წყალმომარაგებაა, მიწოდება დღეს საღამოს საათებში იქნება შესაძლებელი," - განაცხადეს სერვისცენტრში.

Print