ახალი ამბები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი სეზონს 28 ივლისს დახურავს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი სეზონს 28 ივლისს ხურავს.

სეზონის ბოლო დღეს თეატრში წარმოდგენილი იქნება კოტე აბაშიძის  "მიუნჰაუზენი".

სპექტაკლი ფოთის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს, თუმცა რადგან ფოთის თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი ჩვენება მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

"მიუნჰაუზენს" ორმაგი დატვრითვა ექნება, როგორც საფესტივალო სპექტაკლს და როგორც სეზონის ბოლოს სპექტაკლს მესხიშვილში.

მიმიდნარე სეზონში მესხიშვილის თეატრში 5 პრემიერა გაიმართა „ედიტ პიაფი“ (რეჟ: გიორგი სიხარულიძე), „უბედურება“ (რეჟ: გიორგი სიხარულიძე), იქ სადაც ჩემი სახლია“ (რეჟ: კახა გოგიძე), „,თეთრი ბაირაღები“(რეჟ: თორნიკე ბარათაშვილი) და  „მიუნჰაუზენი“ (რეჟ:კოტე აბაშიძე). 

მესხიშვილის თეატრი თავის 133-ე სეზონს დახურავს.


Print