ახალი ამბები
საუკეთესო იმერულ ეზოს კომისია 6 ივლისს გამოავლენს
FaceBook
თერჯოლასა და ტყიბულში საუკეთესოდ მოწყობილი იმერული ეზოს გამოსავლენად კომისია დღეს იმსჯელებს. 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუკეთესოს გამოვლენა ოცდაათ კონკურსანტს შორის მოუწევთ. 

"კონკურსი თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით დაიწყო, უკვე მიღებილია ყველას ნამუშევარი. კომისია ყურადღება მიაქცევს იმას, თუ რამდენად საინტერესოდ იქნება დანახული იმერული ეზო, თავისი ტრადიციული ხასიათით,"-  ამბობს საკონკურსოდ სპეციალურად შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრი და თერჯოლის მერის მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე.

ორიგინალურად მოწყობილი, ამასთანავე ტრადიციული და შემოქმედებითი - ასეთი იყო მოთხოვნები ყველაზე ლამაზი იმერულ ეზოს კონკურსისთვის, რომელიც 2018 წლის 4 აპრილს გამოცხადდა. სხვადასხვაგვარად მოწყობლი იმერული ეზოების ფოტომასალების მიღება თერჯოლის მუნიციპალიტეტში 4 ივლისს დასრულდა. 

კონკურსი თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ამავე მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები პირები მონაწილეოდბენ. 

საუკეთესო იმერული ეზოს ავტორი ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ფულადი საჩუქარი, შესაძლოა, 2 000 ლარი იყოს.

ამავე თემაზე:

კონკურსი საუკეთესო იმერული ეზოს მოსაწყობად
Print