ახალი ამბები
ქუთაისში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას 6 თვეა უშედეგოდ ელოდება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ლაფერაძეების ოჯახი პაციენტის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსტერტიზის დასკვნას, მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებიდან, უშედეგოდ ელოდება.
ცხედარს ექსპერტიზა თებერვლის დასაწყისში ჩაუტარდა. ოჯახი პასუხს 45 დღეში ელოდა. 

"10 დღეში იქნება, ხუთ დღეში იქნება, ასე მატყუებენ და არ მეუბნებიან დასკვნის პასუხებს, რომ გავიგო მამაჩემის გარდაცვალების მიზეზი. ნახევარი წელი გავიდა უკვე",- ამბობს გარდაცვლილი პაციენტის შვილი, დავით ლაფერაძე.  მისი თქმით, 2018 წლის 31 იანვარს 64 წლის ბადრი ლაფერაძე მოულოდნელად, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, ექიმებმა გარანტია მისცეს, რომ ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდებოდა.

დავით ლაფერაძე გვიყვება, რომ პაციენტი ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადიით მიიყვანეს. მისი თქმით, ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ოპერაციის დასრულების შემდეგ გულის პრობლემა დაასახელეს. ოჯახს ამის არ სჯერა. ისინი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რადგან ეჭვობენ, რომ ოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.

ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაცინეტი შარდის ბუშტის ავთისებიანი სიმსივნით შეიყვანეს. კლინიკური ჩვენებით უტარდებოდა ოპერაცია, რადიკალური ცისტექტომია. ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა გულის გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად კი გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს უჩივიან

ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გარდაცვლილ პაციენტზე კომენტარს აკეთებენ
Print