ახალი ამბები
საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა
FaceBook
ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

საბავშვო ბაღის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ბერაძე ამბობს, რომ  შენობაში აზომვითი სამუშაოები უკვე  ჩატარდა, რომლის შემდეგაც ბაღების გაერთიანებამ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უნდა გამოაცხადოს.

#17-ე საბავშო ბაღში, ორ თვის წინ, ქვეწარმავლების ნახვის შემდეგ, ოთახებსა და შესასვლელში კედლები რეკონსტრუქციის მიზნით გაასუფთავეს. სამუშაოები სწორედ  იმ დროს  უნდა დაწყებულიყო. მაშინ გაერთიანებაში განმარტავდნენ, რომ შენობას კოსმეტიკურ სამუშაოებს ჩაუტარებდნენ.

"მარტო კოსმეტიკური რემონტით არ ვკმაყოფილდებით, მეორე სართულსაც ვაკეთებთ. ეს თანხობრივად იმაზე  მეტი გამოვიდა, ვიდრე ვფიქრობდით და ამიტომაც აუცილებელია  სახელმწიფო შესყიდვა. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ტენდერი მალე გამოცხადდეს", - ამბობს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, დავით წიტაიშვილი. 

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ #17 საბავშვო ბაღის გარდა, სხვა ფილიალებში იგეგმება შენობის სახურავის გამოცვლა, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვა ერთიანად გამოცხადდება. 

დავით წიტაიშვილი ირწმუნება,  ჯერ არდაწყებული სამუშოები, სასწავლო პროცესის განახლებამადე დასრულდება. 



#17 ბაგა-ბაღში სწავლა  ქვეწარმავლების გამო 23 მაისს შეწყდა.

გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ  ბაღში რემონტის ჩატარება ქვეწარმავლების გამოჩენამდეც იგეგმებოდა.

"თუმცა, ამ შემთხვევამ პროცესი უფრო დააჩქარა", - ამბობს #17-ე ბაღის ხელმძღვანელი  ნინო ბერაძე. მისი თქმით, არსებულ მდგომარეობას, მომდევნო სასწასვლო წლისთვის ბაღში აღსაზრდელების მიღების კუთხით ხელი არ შეუშლია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დაწყებულა რეგისტრაცია, ბევრი გამოთქვამს სურვილს, აქ მოიყვანონ ბავშვები", - აღნიშნავს ის. 

ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურას გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებდნენ.

მე-17-ე  საბავშვო ბაღი 500 აღსაზრდელს ემსახურება.


ამავე თემაზე:


ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი შეწყდა

ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა

რა ხდება საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს (ფოტო)
Print