ახალი ამბები
ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე 23 წლის წინ დამონტაჟებულ ფოტოებს შეცვლიან
FaceBook
ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე 1995 წელს დამონტაჟებული ფოტოები ახლით შეიცვლება.

ისინი რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნეს.

ქუთაისის მერიაში განგვიმარტეს, რომ ფოტოები მზისგან გახუნებული იყო და მათი შეცვლა უახლოეს ხანში მოხდება. მათივე ინფორმაციით, შეცვლილი ფოტოები იგივე ილუსტრაციებით იქნება. მათზე ძველი ჯაჭვის ხიდია გამოსახული.

ამჟამად ხიდს არც ლამპიონები აქვს. მერიაში განმარტავენ, რომ მათ შესაცვლელად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 10 დღეში დასრულდება.



ჯაჭვის ხიდის ძირითადი საყრდენი 1770-იანი წლებისაა. მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააუგიათ. ის არქიელის ხიდად იწოდებოდა.

1850-იან წლებში, ჯაჭვებზე დაკიდებული ხის "ფერმის" აგების შემდეგ, ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა. ის ოდნავ მოგვიანებით, 1884-85 წლებში, ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში დამზადებული ლითონის ფერმა ხიდზე ინჟინერმა ზალსკიმ დაამონტაჟა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინგლისური გემისაა ხიდის ჯაჭვებიც, რომლებიც ქალაქ ფოთიდან ჩამოუტანიათ.
Print