ახალი ამბები
„დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი“ - ქართველ მოკრივეს სასჯელი შეუმსუბუქეს
FaceBook
ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე მუხლით წაყენებული ბრალი არ დაუმტკიცდა და სასჯელი შეუმსუბუქდა.
ხურციძე წერს, რომ მოიგო დავა იარაღის გაყიდვის, საბუთების გაყალბების, არალელგალური ფულის გაგზავნისა და კიდევ რამდენიმე ბრალდების შესახებ. ახლა სასამართლო მას რეკეტსა და გემბლინგს ( აზარტული თამაშები) ედავება.

"მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი, მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ახლა დარჩენილია რას მომისჯიან",-  წერს ქართველი მოკრივე.



ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წლის 7 ივნისს, ლევან მაყაშვილთან ერთად დააკავეს. მათ რეკეტსა და ფულის გამოძალვაში ედებოდათ ბრალი. ავთანდილ ხურციძეს 40 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, დაახლოებით ერთ წელიწადში ციხიდან გამოსვლას შეძლებს.


ამავე თემაზე:


ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ვიზა ჩაურტყეს და გამთენიისას გაფრინდა" - ავთანდილ ხურციძის დედა

ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა - სამშობლო არ დავიწყებია და სამშობლო ივიწყებს?!
Print