ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, 6 თვეში, სასტუმროსა და კვებისთვის 100 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ბოლო 6 თვეში, სასტუმროსა და საკვები პროდუქტებით მომსახურებისთვის 100 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
2018 წლიდან დღემდე, ამ მიზნით სულ 5 ტენდერია გამოცხადებული. მერია ელექტრონულ შესყიდვებს აცხადებს როგორც კონკრეტულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ასევე, ქალაქის ხელისუფლების მიერ მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად.

ყველაზე დიდი თანხა მერიამ აპრილის თვეში დახარჯა. მაშინ, აღდგომის დღესასწაულზე საკვები პროდუქტების შესაძენად 49 980 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

წლის დასაწყისში ქალაქში ჩამოსული სტუმრების დასაბინავებლად მერიამ სასტუმროს მფლობელთან 20 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი სასტუმროსა და რესტორნების ხარჯებისთვის ჯამში 29 000 ლარის ღირებულების 3 ტენდერი გამოცხადდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია სასტუმროს მომსახურებაში 10 000 ლარს დახარჯავს
Print