ახალი ამბები
თბილისის ქუჩა გადაიკეტება - მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს
FaceBook
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. 

სამუშაოების გამო გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილ სადენ მშენი" შეასრულებს. რეაბილიტაციის ფარგლებში თბილისის ქუჩაზე დაგეგმილია გზის, ტროტუარების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტებების მოწესრიგება.  

პროექტის ღირებულება 1 მლ 56 000 ლარია.

თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვეს გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


Print