ახალი ამბები
აბიტურიენტების ნაწილი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებს
FaceBook
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის მეორე სესიას აბიტურიენტები შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებენ.
აღნიშნულ საგნებში მეორე სესიაზე გადანაწილებული აბიტურინტები საგამოცდო ცენტრებში 4-5 ივლისს მივლენ. შეიცვალა გამოცდის ჩატარების დროც და ის 14:00 საათის ნაცვლად 09:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაცია კი ერთი საათით ადრე დაიწყება.

ცვლილება ჰაერის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, საგამოცდო ცენტრებში კი კონდიცირების სისტემა არ არსებობს.

არ შეცვლილა ამავე საგანში 2 და 3 ივლისს პირველი სესიის გამოცდის გრაფიკი.

შეცვლილი გრაფიკით ჩააბარებს  გამოცდას ყველა  აბიტურიენტი ზოგად უნარებში. კერძოდ, ნაცვლად 5 ივლისისა, ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შეცვლილი გრაფიკი ასეთია:



Print