ახალი ამბები
ჭიათურაში ორი დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
ჭიათურის სოფელ ნავარძეთის მკვიდრი, 24 წლის ზურაბ ბერიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდას ცხედარი სოფელში, ტყის პირას ნახეს.

"მეზობელს უპოვია ყანის ბოლოს. ბენზინი გადაუსხიაო თავზე და თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ და არ ვიცი ზუსტად რა მოხდა", – ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ნავარძეთის ერთ-ერთი მკვიდრი.

აღნიშნულ ფაქტზე  მიმდინარეობს გამოძიება.
Print