ახალი ამბები
მგლების შემოსევა ხარაგაულის სოფლებში
FaceBook
ხარაგაულის სოფლებში ერთი კვირის განმავლობაში მგლების შემოსევის და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც ხარაგაულის მერიაში ამბობენ, შემთხვევები, ძირითადად, ღამის საათებში ხდება. ისინი აღნიშნავენ, რომ მაღალმთიან სოფლებში ეს პრობლემა მუდმივად იდგა.

"ბოლო ფაქტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მოხდა, რომელთა მცხოვრებლებს მოხსენებითი ბარათი გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაწერილი აქვთ და პირუტყვის მოკვლის უფლებაც მოპოვებული აქვთ", - განმარტავენ ხარაგაულის მერიაში.

შემთხვევა დაფიქსირდა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ისინი ახლა კოლექტიურ განცხადებას აგროვებენ, რათა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართონ. ისინი სპეციალური ჯგუფისგან მტაცებლის მოკვლაზე ნებრათვას ითხოვენ.

Print