ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში გადადებული რეისი შესრულდა
FaceBook
დორტმუნდის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია "ვიზეარის" გადადებული რეისი ამ წუთებში შესრულდა.

მგზავრები ჰყვებიან, რომ თვითმფრინავმა აფრენა სცადა, რა დროსაც ძლიერად დაამუხრუჭა და შენიშნეს კვამლი. მათი ინფორმაციით, მომხდარმა პანიკა გამოიწვია, რამდენიმე წუთის განმავლობაში კარი არ გაიღო, რამაც ვითარება უფრო დაძაბა.

როგორც აეროპორტის განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენისთანავე დაბრუნდა სადგომზე. 

ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ავიარესი დილის 6 საათსა და 10 წუთზე უნდა  განხორციელებულიყო.

ამავე თემაზე:


ქუთაისის აეროპორტში გადადებული რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა

თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისი-დორტმუნდის რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა
Print